რა არის პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი
სენდვიჩ პანელი არის გალვანიზირებული ლითონის ფურცლებს შორის პოლიურეთანის ქაფით შევსებული სამშენებლო მასალა. ეს პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც ძალიან პოპულარულია როგორც გლობალურ, ისე ქართულ ბაზარზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენდვიჩ პანელებმა ჩაანაცვლეს ტრადიციული სამშენებლო მასალები სამრეწველო მშენებლობაში. მათი მთავარი განმასხვავებელი თვისებაა მათი განსაკუთრებული თბოიზოლაციის სიმძლავრე და ინსტალაციის სიმარტივე. ასევე სრულიად შესაძლებელია პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის მარტივი დემონტაჟი და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენება.
ჩვენ გთავაზობთ თუქრული წარმოების პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს:
სისქე: 40 მმ, 50 მმ, 80 მმ, 80 მმ, 100 მმ, 120 მმ, 150 მმ;
თუნუქის სისქე: 0.30 მმ, 0.32 მმ, 0.35 მმ, 0.40 მმ, 0.45 მმ, 0.50 მმ;
რატომ სენდვიჩ პანელი
პოლეურეთანის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის, როგორებიცაა: კომერციული კონტეინერები, საცხოვრებელი კონტეინერები, ორ სართულიანი კონტეინერები, დაცვის ჯიხურები, სამაცივრე და საყინულე სათავსოები, სასაწყობე და საწარმოო კონტეინერები, არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისათვის.
პოლეურეთანის სენდვიჩ პანელის უპირატესობები:
-
ნესტამძლეობა
-
თბოიზოლაცია
-
ხმისიზოლაცია
-
ტვირთგამძლეობა
-
მარტივად კონსტრურირებადი
-
ადვილად საწმენდი/რეცხვადი მასალა
-
კონსტრუქციის სიმსუბუქე (რიგ შემთხვევებში საძირკველის გარეშე მშენებლობის შესაძლებლობა)
-
მასალის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა
-
გამოირჩევა კონსტრუქციის აგების ეკონომიურობით (არ საჭიროებს დამატებით სარემონტო სამუშაოებს)